24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის
განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის
რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი
ფაქტი გამოვლინდა.
პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის
ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული
გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის
ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის
მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. პოლიცია დაავადებათა
კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი
მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად,
თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით
გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 19 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო
იურიდიული პირის – 15 000 ლარით”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.