საქართველოში კორონავირუსით 233 ადამიანია დაინფიცირებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
233-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4672 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 373 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს
მოქალაქეებიდან კი
3 აქვს დადასტურებული კორონავირუსი.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 234 ადამიანიდან
54 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.