,,საწვავზე ფასები 30-35 თეთრით არის შემცირებული'' - ვანო მთვრალაშვილი
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო
მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების შემცირება გაგრძელდება.
ფასები ბოლო პერიოდში 30-35 თეთრით არის შემცირებული.
„ფასები ბოლო პერიოდში შემცირებულია 30-35 თეთრით და ფასების
შემცირება აუცილებლად გაგრძელდება. ეს განპირობებულია საერთაშორისო
ბაზარზე არსებული ფასებით და ბოლო პერიოდში ლარის შედარებით
გამყარებით, დოლართან მიმართებაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საწვავის
მოხმარება და გაყიდვა კოვიდ 19-ის გამო ქვეყანაში საშუალოდ 40%-ით
არის შემცირებული“