მოსკოვის ეკლესიების 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა
მოსკოვის ეკლესიების 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის
შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ მღვდელს
აღენიშნება, თუმცა მათი დიაგნოზი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამუშაო ჯგუფის განმარტებით,
რისკის ქვეშ მოსკოვის 6 ეკლესიის მრევლი აღმოჩნდა. მათ ყურადღების
გამოჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ. რუსეთის მართლმადიდებლური
ეკლესიის პატრიარქმა კირილმა მრველს არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ
ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ.