თბილისი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს 2021 წლის ნაცვლად 2022-ში უმასპინძლებს
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს თბილისი 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს
უმასპინძლებს. აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით
მსოფლიოში განვითარებული მოვლენებია.
FIBA–ს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება გუშინ გამართულ
ვიდეო-კონფერენციაზე მიიღო. ევროპის საკალთბურთო ჩემპიონატის (FIBA
EuroBasket 2021) განახლებული თარიღებია 2022 წლის 1-18
სექტემბერი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა
ჩეხეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან ერთად საქართველოც იქნება.
თბილისში კი საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფის ჯგუფური ეტაპის
შეხვედრები გაიმართება.