218 ინფიცირებული საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სამით
გაიზარდა და 218 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 410 პირი.
ინფორმაციისთვის, 218 ადამიანიდან 51 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა.