ოკუპირებულ აფხაზეთში საველე ჰოსპიტალი ეწყობა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე ჰოსპიტალი ეწყობა.
ჰოსპიტალი 200-ზე მეტი პაციენტის მიღებას შეძლებს.
„რესპუბლიკის სამხრეთ ოლქში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ეწყობა საველე
ჰოსპიტალი, რომელიც 200-ზე მეტ პაციენტზეა გათვლილი. ჰოსპიტალი
აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით, მათ შორის
სასუნთქი აპარატებით“,-ნათქვამია რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო
ოლქის განცხადებაში.
ცნობისთვის, აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა
დადასტურებული.