100- მილიონიანი შემოწირულობა ივანიშვილმა Stopcov ფონდში გადარიცხა
კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი
შემოწირულობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილმა განახორციელა.
მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს რომ ბიძინა
ივანიშვილის ოჯახმა Stopcov ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ
„ქართუში“გადარიცხა, „ქართუმ“ კი თავის მხრივ - Stopcov ფონდში.
ფონდში Stopcov 100 მილიონი ლარი გუშინ გადაირიცხა.
ამ დროისთვის ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარს
შეადგენს.