საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სამით
გაიზარდა და 214 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353 პირი.
ინფორმაციისთვის, 214 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა.