შესაძლოა კორონავირუსის გამო ვანი ჩაიკეტოს
რამდენიმე დღის წინ ვანში ჩასულ ქალბატონს აღენიშნებოდა მაღალი
ტემპერატურა , გუშინ კი კორონავირუსი დაუდასტურდა . აღნიშნულ
პიროვნებას ვანის ერთ-ერთ სოფელში აქვს პატარა მაღაზია და დღის
განმავლობაში რამდენიმე ათეულ ადამიანთან ქონდა
კონტაქტი. ამ ვითარების გამო, პრემიერ-მინისტრის
პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის
გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები
თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან. ვირუსის პრევენციის მიზნით
სესაძლოა ვანი ჩაიკეტოს, განცხადება უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე
იყო განხილული.
„მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა, დადგენილია გარკვეული
კონტაქტები, მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა და ამ ეტაპისთვის,
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოვიღოთ
იგივე რეგულაცია, რაც სხვა 9 მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით
მოქმედებს. შესაბამისად, იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი,
მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები
პუნქტები, სადაც შემოწმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები და ასევე,
მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეც ანალოგიური გავრცელდება,“ -
განაცხადა ჩიქოვანმა.