ქართული წარმოების პირბადეების ფასი 50 თეთრია
დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა და
თითოს ფასი 50 თეთრი იქნება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საწყის
ეტაპზე სარეალიზაციოდ ჩაეშვა 400 ათასი პირბადე.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს თითო პირბადის
დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს
და მოქალაქეებს მათი შეძენა პრაქტიკულად განახევრებულ ფასად
შეეძლებათ. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში
წარმოებული პირბადეების გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდება და მოქალაქეს ერთ
ჯერზე 3 პირბადის შეძენა შეეძლება. თურნავას განმარტებით, პირბადეებით
ბაზრის გაჯერების შესაბამისად, შესაძლოა, ლიმიტი მოიხსნას.