საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა და
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 375 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208
დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 48 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა