საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით
გაიზარდა და 208 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 362 პირი.
ინფორმაციისთვის, 208 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა.