ბორჯომის აგრარული ბაზარი მუშაობას აგრძელებს
ბორჯომის აგრარული ბაზარი ამ ეტაპზე მუშაობას აგრძელებს.
მოვაჭრეებმა ტელეკომპანია ,,ბორჯომთან'' საუბრისას განაცხადეს,
რომ ბაზარში ხალხი ნაკლებად დადის, შესაბამისად აგრარულ
ბაზრებზე სანიტარული და ჰიგიენური წესების დარღვევის არცერთი ფაქტი არ
დაფიქსირებულა. მათივე განმარტებით, დარღვევების გამოვლენის
შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ბაზარი
სისტემატურად, ყოველდღე მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით.
სხვა ვითარებაა შიდა ქართლში , 6 აგრარული ბაზრის მათ შორის ხაშურის ,
გორის , კასპისა და ქარელის ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება
გუშინ შიდა ქართლის რწმუნებულების ადმინისტრაციაში,
რეგიონული ოპერაციული შტაბის სხდომაზე მიიღეს. სავაჭრო
ობიექტების დაკეტვა მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების
რისკების მაქსიმალურად შემცირებას.
შეგახსენებთ, რომ აგრარული ბაზრები დაიკეტა სამეგრელოსა და კახეთის
რამდენიმე რაიონშიც.