ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეორე სემესტრის მასალა არ იქნება
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე
სემესტრში გათვალისწინებული სასწავლო მასალა, სავარაუდოდ, არ იქნება.
ტესტებში მე-12 კლასისთვის გათვალისწინებული სასწავლო მასალის მხოლოდ
ის ნაწილი შევა, რაც აბიტურიენტებმა პირველ სემესტრში ისწავლეს.
ამასთან, ტესტებში ყურადღება გამახვილდება მოსწავლის ზოგად ცოდნაზე და
ის კონკრეტული ნაწარმოების ზუსტი ცოდნის შეფასებით არ
შემოიფარგლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად
მუშაობს.
მეორე სემესტრის პროგრამული მასალის ტესტებიდან ამოღების მიზეზი
კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გახდა, რის გამოც,
სასწავლო პროცესის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
რაც შეეხება საგამოცდო ბარიერის დაწევას, ჯერჯეობით ეს არ იგეგმება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადის გადაწევის
მიუხედავად, თვითონ გამოცდების ვადები არ გადაიწევს და ის ივლისში
ჩატარდება.