სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 822-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსი კიდევ 52
პაციენტს დაუდგინდა და საერთო ჯამში, დაავადებულთა რიცხვი
822-მდე
გაიზარდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით,
ქვეყანaში Covid 19-ს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 57 კი
გამოჯანმრთელდა.
მანამდე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მწვავე
პნევმონიით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 25 პაციენტი
მკურნალობს. გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთში
ინფიცირებული 500 პაციენტი საერთოდ არანაირ მკურნალობას არ იღებს,
რადგან ვირუსი ძალიან მსუბუქ ფორმებში აქვთ.