ახალი ამბები
"გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე, არ იყოს ტრადიციული რიტუალი" - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმ აუცილებელ რეკომენდაციებს განმარტავს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს. მისივე თქმით, სასურველია არ იყოს ტრადიციული მისამძიმრებები და პანაშვიდები.

„მოგახსენებთ, კოვიდ19-ით დინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, როგორ უნდა გაპატიოსნდეს გვამი. გვამისთვის არსებობს სპეციალური ჩანთები, სადაც თავსდება შესაბამისი დამუშავებით გვამი. ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულებების სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში და უკეთდება მას შესაბამისი მისანიშნებელი ნიშანი. გვამის დროებითი დაყოვნებისას, სათავსოში ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება. დროებითი დაყოვნების სათავსოში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს ერთი საათის განმავლობაში უკვე უნდა ეცნობოს ახლობლებს, მათ კარგად უნდ აეხსნათ შემდგომი სარიტუალო პროცედურები და მიყვნენ ამ პროცედურებს. სასურველი და აუცილებელია კორონავირუსით გარდაცვლილი ან შესაძლო შემთხვევით დაღუპული ადამიანი დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრება და პანაშვიდები და ამავე დროს, არ არის სასურველი შესაბამისი სარიტუალო სუფრა. ყველა ეს რეკომენდაცია დაწესებულების მიერ ეძლევა გარდაცვლილთა ახლობლებს“ - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, კორნავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, სასურველია არ ჩატარდეს გვამის აუტოფსია, ანუ გაკვეთა.

„ზოგადად უნდა ავერიდოთ კრონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილთა აუტოფსიას, გაკვეთას რასაც ვეძახით ჩვენ და მის პათოლოგ-ანატომიურ შესწავლას, მაგრამ თუ ეს აუცილებელია და არის ამის ჩვენებები, მაშინ რეკომენდაციებში აღწერილია, თუ როგორი სიფრთხილით და პრევენციული ღონისძიებების დაცვით უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა და როგორ უნდა იყოს დაცული პერსონალი, ვინც აუტოფსიას აკეთებს“ - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 28 ადამიანი. დღეს, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.

4 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 344 მოქალაქე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.