ახალშობილი ტყუპები სახელად კორონა და კოვიდი
ინდოეთში, კორონავირუსის
ახალი ტიპის, COVID-19-ის გამო გამოცხადებული კარანტინის
დროს დაბადებულ
ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს. ამის შესახებ
ინფორმაციას indiatoday ავრცელებს.
სიტყვები - კორონა და კოვიდი ბევრს აშინებს, მაგრამ, როგორც
გამოცემა წერს, ტყუპების მშობლებისთვის ის რთულ პერიოდზე
გამარჯვებისა და ტრიუმფის სიმბოლოა.
"რთული" მშობიარობა მქონდა. ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით
და მე და ჩემს ქმარს გვინდოდა ეს დღე დასამახსოვრებელი ყოფილიყო", -
თქვა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ტყუოპების დედამ.
"ვირუსი საშიშია, მაგრამ მისმა განვითარებამ ადამიანები აიძულა
ჰიგიენა დაეცვათ და სხვა ბევრი კარგი ჩვევების გამოუმუშავდათ. ამიტომ
ჩვენ ვიფიქრეთ ამ სახელებზე", - განმარტა მან.
ტყუპებიდან ერთი გოგონაა და მეორე ბიჭი. კოვიდი ბიჭს
დაარქვეს, ხოლო კორონა გოგონას. მშობლები ამბობენ, რომ
შესაძლოა, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალონ და
ბავშვებს სახელები შეუცვალონ.