ფაქტობრივად ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს - გიორგი გახარია
ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის
8 საათიდან დაიწყება,
- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამგანაცხადა.
"კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის
საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება", -
განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, მოქალაქეების ნაწილი ვერ აცნობიერებს პრობლემის
სიმძიმეს.
მან სხვადასხვა ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობაზე ისაუბრა და
აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული უკეთესი სიტუაცია მოდუნების
საფუძველი არ არის.