102 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
იტალიაში 102 წლის ქალი, იტალიკა გრონდონა კორონავირუსისგან
განიკურნა. ის ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში
20 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN
ავრცელებს.
„ჩვენ მას უკვდავი შევარქვით. იტალიკა წარმოადგენს ყველა იმ
მოხუცებულის იმედს, ვინც ახლა კორონავირუსით არის ინფიცირებული.
იტალიკა ჩვენთან მარტის დასაწყისში შემოვიდა, მაგრამ მას მინიმალური
დახმარება დასჭირდა. ძირითადი სამუშაო მისმა ორგანიზმა თავად
გასწია“, - ამბობს 102 წლის ქალის მკურნალი ექიმი.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 86 498 ადამიანია
ინფიცირებული, 9134 გარდაცვლილი და 10 950 განკურნებული.