სოფელ ყვიბისში, წლების
განმავლობაში ჩამონგრეული და საფრთხის შემცველი მატარებლის
მოსაცდელის, რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სახიფათო მოსაცდელზე რეპორტაჟი ტელეკომპანია „ბორჯომმა“ არაერთხელ
მოამზადა.
2019 წლის ნოემბერში, მოსაცდელის დემონტაჟის სამუშაოები დაიწყო. ახლა
უკვე მატარებლის ახალი ბაქანის კონსტრუქციის მონტაჟი
მიმდინარეობს.
ტენდერში გამარჯვებული, სამშენებლო კომპანიის, სამუშაოების
მწარმოებელი, ლერი ფილიევი ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას
ამბობს, რომ სამუშაოები პირველ აპრილს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერ
ესწრება.
„მეტეოროლოგიურმა პირობებმა არ შეგვიწყო ხელი, ბეტონის
სამუშაოები გვაქვს დარჩენილი ძირითადად და ვიმედოვნებთ, რომ აპრილის
ბოლოსთვის ან ცოტა უფრო ადრე დავასრულებთ ხელშეკრულებით აღებულ ყველა
ვალდებულებას“ - ლერი ფილიევი
ასეთი იყო მატარებლის მოსაცდელი დემონტაჟამდე, წლების
განმავლობაში.