ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა - ბუნებრივი
რესურსების სპეციალისტმა, შოთა გოლუბიანმა და უფროსმა რეინჯერმა, ჯაბა
არევაძემ, მიმდინარე თვეში, ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ირმის მყვირალობაზე დაკვირვება-მონიტორინგის განხორციელების დროს, რეინჯერებმა გამოავლინეს ორი პირი, რომლებსაც ცხენებით ტვირთი გადაჰქონდათ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ალპურ ზონაში.
რეინჯერებმა, მიუხედავად გაწეული აქტიური წინააღმდეგობისა და პროვოკაციული ქმედებისა, მოახერხეს ერთ-ერთი მათგანის შეჩერება და ტვირთის ჩამორთმევა, რომელიც აღმოჩნდა სავარაუდოდ ირმის ხორცი. ჩამორთმეული ტვირთი შემდგომში ოფიციალურად გადაეცა ხარაგაულის შს სამმართველოს თანამშრომლებს.