საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას ხანძრების რისკის შესახებ აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო,
ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთონ და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ. დაკვამლიანების, ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს დაუყოვნებლივ აცნობონ.
"გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.