როგორ ვაძლევთ ხმას ელექტრონულ არჩევნებში და რა ბარიერები აქვთ ქალ ამომრჩევლებს
საქართველოში ქალ ამომრჩეველთა
რაოდენობა 53%-ს შეადგენს, თუმცა არჩევნების დღეს უფრო მეტად, კაცები
მიდიან საარჩევნო უბანზე.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის
აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ამ დღეს ქალ ამომრჩევლებს
შედარებით მეტი ბარიერი ექმნებათ. თეონა ჩიქოვანი, ქალი ამომრჩევლების
როლზე და კენჭისყრის დღეს მათი მაღალი აქტივობის მნიშვნელობაზე
საუბრობს. იურისტი და "ღია სივრცე კავკასია"-ს თავმჯდომარე ირმა
პავლიაშვილი კი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის
პროცედურებს ხსნის. განმარტავს იმ განსხვავებებს, რომელიც ტრადიციული
წესით და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესს
ახლავს თან. ვრცლად გაიგეთ ვიდეოდან.