ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოში არჩევნების გამო ე.წ. ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს
საქართველოში საპარლამენტო
არჩევნების გამო დაიკეტება ე.წ. გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ და
„პერევი“.
გადაწყვეტილება მიიღეს ოკუპირებული
ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული თათბირზე,
რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ „საზღვარი დაიკეტება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროდასავლური და რადიკალური ნაციონალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამოსარიცხად“.
გაგლოევმა თათბირზე განაცხადა, რომ „დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები და საელჩოები უკვე ღიად აკეთებენ და გააკეთებენ ყველაფერ შესაძლებელს, რათა საქართველოში არჩევნების დროს ვითარება კონტროლიდან გამოიყვანონ“.
„26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის ღია წყაროებიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარება გართულდება“, - დაამატა მან.
ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებს ე.წ. საზღვრის კვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლოთ.