ახალი ამბები
ცესკო: ბიულეტენი სქელი იყო
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ირწმუნებიან, რომ საარჩევნო ბიულეტენები სქელი იყო. ცოტა ხნის წინ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ბიულეტენები "მაღალი გრამაჟის ობსეტურ ქაღალდზე დაიბეჭდა".


ისინი ირწმუნებიან, რომ მანიპულაციაა სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხმის მიცემის შემდეგ მარკერი ბიულეტენის მეორე მხარეს კვალს ტოვებდა, რითაც ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა. ამაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიებიც.


"საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული მხარეები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ. სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო და ფოტო ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც მათი გამვრცელებლების მოსაზრებით, წარმოადგენს საარჩევნო პროცესში არასწორი ჩარევის ან ხმის ფარულობის წინასწარი განზრახვით დარღვევის ფაქტებს.


უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟის ობსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები",
- აცხადებენ ცესკო-ში.


30 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-ს 17 სექტემბერს მიმართეს წერილით, სადაც მათ შორის, ბიულეტენის ხარისხზე მიუთითეს და თქვეს, რომ უნდა მიღებულიყო ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. საია-ს თანახმად, პასუხად ცესკო-ში უთხრეს, რომ სასწავლო ეტაპზე სატესტო ვერსიის ბიულეტენს იყენებდნენ, არჩევნების დღეს კი ფარულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი.


"ბიულეტენების სისქე არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ უკანა მხარეს [მარკერს] არ დაეტოვებინა შესაბამისი კვალი. ეს არღვევდა ფარულობას მასშტაბურად და შესაბამისად ამომრჩეველს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, საკუთარი ხმა ფარულად დაეფიქსირებინა.


საიამ, ეს პრობლემა დააფიქსირა უფრო ადრე, როდესაც ცესკომ ჩაატარა სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები, სადაც გამოყენებული იყო ბიულეტენების მსგავსი ქაღალდი და ჩვენ მაშინ დავაფიქსირეთ ადგილზევე, რომ ეს ქაღალდი არ იყო სათანადო ხარისხის, ხოლო შემდგომ მივმართეთ ცესკოს ოფიციალური წერილით და დავუსვით კითხვა ამ საკითხზე - ცესკო ჩვენ გვეუბნებოდა, რომ სასწავლო ეტაპზე გამოყენებული იყო სხვა ხარისხის ფურცელი, ხოლო არჩევნების დღეს გამოყენებული იქნებოდა სხვა ხარისხის ბიულეტენი და ქაღალდის ხარისხი ისეთი იქნებოდა, რომ უზრუნველყოფილიყო ფარულობის დაცვა. როგორც აღმოჩნდა, ეს პირობა არაა შესრულებული",
- თქვა საია-ს ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.