ქალის ბლოგი
როცა ზაფხულში, შეშის ღუმელზე სადილს ამზადებ - უგაზო სოფლები ბორჯომში


„შეშის მოტანა ტყიდან ხანდახან ზურგითაც მიწევს, ყოველთვის არ არის საშუალება ელ. ღუმელზე გავაკეთო საჭმელი“
- გვიყვება
სოფ. საკირეში მცხოვრები რუსუდან ბერიძე.

საკირე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელია, სადაც ბუნებრივი აირი არ არის. ეს იმას ნიშნავს რომ, ზამთარში გასათბობად და ზაფხულში, სადილის თუ ზამთრის მარაგის მოსამზადებლად, საკირეში მცხოვრებ ქალებს, უმეტეს შემთხვევაში, საშეშე მერქნის გამოყენება უწევთ.

„მაღალი ტემპერატურის პირობებში, ზაფხულში შეშის ღუმელთან დგომა საათობით გაუსაძლისია“
- ამბობენ სოფელში.

42 წლის რუსუდან ბერიძე ამბობს, რომ ელ. ღუმელს ხშირად ვერ იყენებს. იმის გამო, რომ ისიც და მისი მეუღლეც უმუშევრები არიან, თვის ბოლოს ელ. ენერგიის გადასახადის გადახდა უჭირს.





რუსუდან ბერიძის მსგავსად, უგაზობა აწუხებთ ბორჯომის სხვა სოფლებში მცხოვრებ ქალებსაც. მუნიციპალიტეტის 8 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ამ სოფლებში მცხოვრები ასობით ქალისთვის საკითხი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანია.

დვირში მცხოვრები კურტანიძეების ოჯახი კვირაში სამჯერ, პურს შეშის ღუმელზე აცხობს, ოჯახში 7 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად ზამთრისთვის მარაგის მომზადებაც ბევრი უწევთ. 22 წლის მარიამ ქოზაშვილი ოჯახის რძალი და ორი შვილის დედაა. ამბობს, რომ უგაზობაზე დიდი პრობლემა სოფელში არ არსებობს, განსაკუთრებით ქალებისთვის.



მარიამ ქოზაშვილი

„სადილის მოსამზადებლად დენს ვხმარობთ, პურის გამოცხობა შეშის ღუმელში, სიცხეში ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ ბავშვებს რამდენჯერ სჭირდებათ დღეში საჭმელის გაკეთება, ზამთრის მარაგსაც ეზოში „სამფეხზე“ ვაკეთებთ, დიდი ოჯახი ვართ. ბუნებრივი აირი რომ იყოს, აბაზანასაც გამოვიყენებდით და აქაც შეშის და დენის იმედად არ ვიქნებოდით“ - გვიყვება მარიამი.


66 წლის მაყვალა დარბაიძე საკირეში ხაშურიდან გათხოვდა. 47 წელია, გაზიფიცირებაზე დაპირებებს ისმენს, ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

„ბალონის გაზს ვყიდულობთ, 4 ლარის გადახდა გვიწევს კილოში, სამკილონახევრიანი, ერთქურიანი გაზი გვაქვს და იმას ვიყენებთ. ბუნებრივი აირი რომ გვქონდეს, არც ამდენს გადავიხდით და არც ასე ვიწვალებთ - ამბობს მაყვალა დარბაიძე



სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანაზე დაპირებები არაერთხელ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოისმინეს. გაეხარდათ, იმედი მიეცათ და ელოდებიან, ამ ლოდინში კი წლები გავიდა, ბუნებრივი აირის შეყვანაზე კი ხელისუფლება ჯერ მხოლოდ საუბრობს.
ბორჯომის მერიაში, ჩვენს კითხვაზე, როდის ექნება ბუნებრივი აირი ბორჯომის სოფლებს ასე გვიპასუხეს:

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების გარეშე დარჩენილია 7 სოფელი. ბუნებრივი აირი არ მიეწოდება: ჩითახევს, ჭობისხევს, ლარებს, ქვაბისხევს, დვირს, საკირესა და ტაძრისს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა წერილობითი შუამდგომლობით მიმართა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“,რომლის საფუძველზე წელს განხორციელდა პატარა კორტანეთის გაზიფიცირება,ხოლო სამომავლოდ ეტაპობრივად მოხდება დარჩენილ 7 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება.“

ბორჯომის მერიაში ვერ აკონკრეტებენ, რა იგულისხმება სამომავლო გაზიფიცირებაში, მსგავსი დამაიმედებელი პასუხი 8 სოფლის მცხოვრებლებმა უკვე ბევრჯერ მოისმინეს.












Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამი მცირეწლოვანი შვილი
საქართველოში დატოვა და თავად უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. თამარ
სამუშია მანამდე თავდაცვის ძალების რიგებშიც ირიცხებოდა.
16:44 / 13.09.2023
სამი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში დატოვა და თავად უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. თამარ სამუშია მანამდე თავდაცვის ძალების რიგებშიც ირიცხებოდა.
სამი მცირეწლოვანი შვილი
საქართველოში დატოვა და თავად უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. თამარ
სამუშია მანამდე თავდაცვის ძალების რიგებშიც ირიცხებოდა.
17:06 / 12.09.2023
სამი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში დატოვა და თავად უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. თამარ სამუშია მანამდე თავდაცვის ძალების რიგებშიც ირიცხებოდა.
„27 წლის განმავლობაში
ვითმენდი. რამდენჯერ მივმართე ადრე მილიციას, პოლიციას, მაშინ
არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ.
16:49 / 04.09.2023
„27 წლის განმავლობაში ვითმენდი. რამდენჯერ მივმართე ადრე მილიციას, პოლიციას, მაშინ არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ.
ბორჯომის მოქმედ საკრებულოში, 33
დეპუტატიდან 9 ქალია. წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, მათი
რაოდენობა ოთხით გაიზარდა, თუმცა გენდერული ბალანსი არც ამ მოწვევის
საკრებულოშია დაცული.
16:58 / 10.08.2023
ბორჯომის მოქმედ საკრებულოში, 33 დეპუტატიდან 9 ქალია. წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით, მათი რაოდენობა ოთხით გაიზარდა, თუმცა გენდერული ბალანსი არც ამ მოწვევის საკრებულოშია დაცული.
57 წლის ინეზა ნარსია აფხაზეთიდან
დევნილია. ბორჯომში, 30 წლის წინ დასახლდა.
12:35 / 27.07.2023
57 წლის ინეზა ნარსია აფხაზეთიდან დევნილია. ბორჯომში, 30 წლის წინ დასახლდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.