როდის გაიხსნება ბაკურიანის ახლადრეაბილიტირებული პარკი
მუნიციპალური განვითარების ფონდის და
მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბაკურიანის პარკი
განახლდა.
რეაბილიტაციის პროცესი
წელიწადნახევრის განმავლობაშო მიმდინარეობს, მისი დასრულება
ოქტომბერში იგეგმება. ადგილზე სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა. პარკის
რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი იყო 10 მილიონი ლარი. ამის შესახებ,
ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკა ორჯონიკიძემ
"კვირის ამბების" ეთერში ისაუბრა.