ახალი ამბები
Crowne Plaza Borjomi საქართველოს 2023 წლის წამყვანი კურორტის სტატუსის მფლობელი გახდა
World Travel Awards-ზე, საქართველოს 2023 წლის წამყვანი კურორტის სტატუსი - ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ "ქრაუნ პლაზა ბორჯომმა" მოიპოვა. ქვეყნის მასშტაბით, დასახელდა 15 ნომინაცია და გამოვლინდა 15 გამარჯვებული. ბორჯომიდან Crowne Plaza Borjomi-ია გამარჯვებული.

"საამაყო მომენტი ჩვენთვის! ქრაუნ პლაზა ბორჯომმა მოიპოვა საქართველოს 2023 წლის წამყვანი კურორტის სტატუსი World Travel Awards-ზე. უდიდეს მადლობას ვუხდით ჩვენს გასაოცარ გუნდს, რომლის თავდაუზოგავი შრომის წყალობით შევძელით ამ მიღწევის რეალობად ქცევა.

მადლობა თქვენ, რომ გვირჩევთ თქვენი განსაკუთრებული მოგონებების შესაქმნელად!"
- ნათქვამია Crowne Plaza Borjomi-ს განცხადებაში.







ბათუმმა ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას „World Travel Awards“-ის საიუბილეო, ევროპის გალა ცერემონიას წელს პირველად უმასპინძლა.

ღონისძიება ულამაზესი ქართული შოუ პროგრამით გაიხსნა, რომელშიც ქართული კულტურა, ხელოვნება, ტრადიციები, ისტორია და სტუმართმასპინძლობა იყო წარმოჩენილი.

ევროპის გალა ცერემონიის ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი სტუმრობდა.










საქართველოს მასშტაბით, გამარჯვებულები

შემდეგი ნომინაციების მიხედვით დასახელდნენ:


საქართველოს წამყვანი ბუტიკი - სასტუმრო 2023 შოთა რუსთაველი;

საქართველოს წამყვანი ბიზნეს სასტუმრო - 2023 Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi City Center;

საქართველოს წამყვანი ავტომობილების გაქირავების კომპანია - 2023 Europcar;

საქართველოს წამყვანი კონფერენციის სასტუმრო - 2023 Hilton Batumi;

საქართველოს წამყვანი დიზაინის სასტუმრო 2023 - Golden Tulip Design Tbilisi;

საქართველოს წამყვანი დანიშნულების მართვის კომპანია 2023 - საქართველოს არდადეგები;

საქართველოს წამყვანი სტუმართმოყვარეობის განვითარების კომპანია 2023 - NEXT;

საქართველოს წამყვანი სასტუმრო 2023 - Le Méridien Batumi;

საქართველოს წამყვანი სასტუმრო ლუქსი 2023 - საპრეზიდენტო ლუქსი @ The Grand Gloria Hotel;

საქართველოს წამყვანი ძვირადღირებული სასტუმრო 2023 - Sheraton Batumi Hotel;

საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2023 - კოლხეთის ეროვნული პარკი;

საქართველოს წამყვანი კურორტი 2023 - Crowne Plaza Borjomi;

საქართველოს წამყვანი ტუროპერატორი 2023 - Travelfy;

საქართველოს წამყვანი ტურისტული ატრაქციონი 2023 - მარტვილის კანიონი;

საქართველოს წამყვანი ტურისტული სააგენტო 2023 - Voyager 365.




გამარჯვებულები საქართველოდან:


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.