6 თვეში საქართველოს 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ინფორმაციით, პირველ და მეორე კვარტალში საქართველოს 2,860,117
საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების
74% აღდგენაა.
მათივე ცნობით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.
ასევე, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +59.6%-ს შეადგენს.
„2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით საქართველოში 1,651,655 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.
2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,085,151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +44.8%-ს შეადგენს.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.