ახალი ამბები
ბორჯომში დაკეტილი სასტუმროები და სახლში გაშვებული თანამშრომლები
ტელეკომპანია „ბორჯომს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ერთ-ერთ მაღალი კლასის სასტუმროში დაახლოებით 10 თანამშრომელი სავარაუდოდ გაათავისუფლეს და ხელშეკრულება არ გაუგრძელეს. ამ ადამიანებმა სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს, გვითხრეს რომ არიან გაურკვევლობაში და იმედი აქვთ რომ მუშაობას კვლავ განაახლებენ.

ერთ-ერთ სასტუმროდან სამსახურის გარეშე დარჩენილმა, რომელიც თავდაპირველად გადაღებაზე დაგვთანხმდა და ინტერვიუც ჩაგვიწერა, მოგვიანებით დაგვიკავშირდა და მასალის ეთერში გაშვებაზე უარი გვითხრა. ინტერვიუში თავად ამბობდა, რომ სასტუმროს დამსაქმებელი მათ ჰპირდებოდა, რომ სანამ მუშაობას განაახლებდნენ 200 ლარს გადაუხდიდა, თუმცა სრულიად უხელფასოდ და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა თავადაც და მისი ოჯახიც.

ტელეკომპანია „ბორჯომი“ ასევე ესაუბრა სასტუმრო ქრაუნ პლაზას მენეჯერს, რომელმაც სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, პირად საუბარში კი გვითხრა რომ მთავრობის სამოქმედო გეგმას ელიან და ამის შემდეგ ეცოდინებათ თავიანთი სამომავლო პერსპექტივა. მენეჯერის განცხადებით, მათი თანამშრომლები შვებულებაში არიან გაშვებული, თუმცა იღებენ ანაზღაურების 50%-ს. როგორ მოიქცევიან მაისიდან, მათთვისაც უცნობია.

ასევე დავუკავშირდით, მეორე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ადმინისტრაციას, თუმცა მათ ინტერვიუ არ ჩაწერეს და არც ჩვენს კითხვებზე გაგვცეს პასუხი.

ბორჯომის მსგავსად, თითქმის იგივე რეალობაა ბაკურიანშიც. დაბაში ერთ-ერთი მაღალი კლასის სასტუმროს ყოფილმა თანამშრომელმა გვითხრა რომ დამსაქმებელმა მათ უფასო შვებულებებში გასვლა შესთავაზა, მან კი სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ტელეკომპანია „ბორჯომს“ დღეს კომენტარის გაკეთებაზე ბევრმა რესპონდენტმა უთხრა უარი. სიუჟეტში შეგიძლიათ გაიგოთ იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებმაც ამ თემაზე ღიად ისაუბრეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.