სამცხე-ჯავახეთი კიდევ უფრო პოპულარული ხდება - გიდი ალექსანდრე გიორგიძე
გიდი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს,
რომ უცხოელ ტურისტებს სამცხე-ჯავახეთის ტურებს ძირითადად თავად
სთავაზობენ,
რადგან ამ მხარის ცნობადობა
საკმარისად მაღალი არ არის.
ცნობადობის ნაკლებობის მიზეზად გიდი არასწორად დაგეგმილ მარკეტინგულ კამპანიებსა და ტურისტული სექტორის დამოკიდებულებას ასახელებს.
„სამცხე-ჯავახეთი კიდევ უფრო პოპულარული ხდება, რაც ადრე არ იყო. ჩვენ გვიწევს ხოლმე, რომ ეს ყველაფერი თავად შევთავაზოთ ტურისტებს, რადგან საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიების უმეტესობას შეთავაზებაში მხოლოდ ტოპ ადგილები უდევს, რაც ისედაც ცნობილია და ნაკლებად ცდილობენ, კარგ და შედარებით არაპოპულარულ ადგილებში სიარულს.
პრეს-ტურებში და რეკლამებში ძირითადად მოქცეულია ის პოპულარული ადგილები, რაც ისედაც დატვირთულია. ამას გლობალურად უნდა შევხედოთ, ადამიანმა გადაწყვიტა საქართველოში მოგზაურობა, დაგუგლა და რასაც ამოუგდებს პირველს ყველაზე პოპულარულს, იმაზე აჩერებს არჩევანს. ბრალეულობა კერძო სექტორის და სახელმწიფოსი თანაბარია, რადგან არც კერძო სექტორი იკლავს თავს იმისთვის, რომ ახალი ადგილები აითვისოს და არც სახელმწიფო თავისი მარკეტინგული კამპანიით არ ცდილობს სხვა ადგილების დამატებას.
ავიღოთ თუნდაც ვაშლოვანის ნაკრძალი, ეროვნული პარკები, რაც ძალიან მაგარი გვაქვს, სამცხე-ჯავახეთი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ტოპ მიმართულებაა - სამცხე-ჯავახეთი არ არის მხოლოდ ვარძია, იქაა ჯავახეთის ზეგანი, ფოკა, ფარავანი, საფარა, სარო და ა.შ. ძალიან ბევრი მაგარი ადგილია. ეს მხარე ნელ-ნელა პოპულარული ხდება, მაგრამ ამას თავისი დრო სჭირდება“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი