„გუდაურში - წარმატებული, ბაკურიანში - საშუალო, მესტიაში - პესიმისტური, გოდერძიზე - ძალიან ცუდი ზამთრის სეზონი გვქონდა"
საქართველოს სასტუმროების ფედერაციის
დამფუძნებლის თქმით, წლის პირველ კვარტალში თბილისის სასტუმროებში
დატვირთულობის მაჩვენებელი
20%-ით გაიზარდა. „საქმიანი დილის“
ეთერში 2024 წლის პირველი მეოთხედის ტურიზმში არსებული მდგომარეობის
შეფასებისას, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ზამთრის სეზონი სამთო
კურორტებზე განსხვავებული წარმატებით მიმდინარეობდა. ყველაზე მეტი
ტურისტი წელს გუდაურს ჰყავდა, ყველაზე აქტიური ქვეყანა კი ისრაელი
იყო.
„სხვადასხვა რეგიონების მიხედვით სხვადასხვანაირი შედეგები გვქონდა. თბილისში დატვირთულობის კოეფიციენტის 15-20%-იანი მატება გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა საშუალო შეწონილი ფასი ვერ გაიზარდა.
გუდაურში წარმატებული ზამთრის სეზონი გვქონდა, ბაკურიანს საშუალო, შარშანდელს ჯობდა. პესიმისტური სეზონი ჰქონდა მესტიას და ძალიან ცუდი გოდერძის, აქედან გამომდინარე ერთ ჯამში ვერ მოვაქცევთ ყველას, თუმცა დადებითი ტენდენცია ნამდვილად არის. თურქეთის შემთხვევაში მძღოლების სტატისტიკას არ ვთვლი, ტურისტებად ძირითადად ჩამოდიან ისრაელიდან. დიდი ზრდა იყო ზამთარში და განსაკუთრებით გუდაურში. უმეტესად ახალგაზრდები მოგზაურობდნენ, რაც ასევე ახალი ტენდენციაა, ანუ მათ დაიწყეს რესტორნების და ბარების მოხმარება, რაც ასევე ძალიან კარგია. დასავლეთ ევროპიდანაც გააქტიურდნენ სტუმრები და ასევე ე.წ. გალფის ქვეყნები, რომლებიც 2-3 დღე რჩებიან, თოვლს ნახულობენ და მიდიან“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან 77 045 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 40.9%-ით, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელის შედეგებს 44.4%-ით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებზე მთლიანი ვიზიტების შედარებით მცირე, 6%-იანი წილი მოდის.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტებით პოლონეთი და გერმანია ლიდერობენ. კერძოდ, იანვარ-მარტში პოლონეთიდან 11 734 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 15.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გერმანიიდან კი 11 005 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 48.1%-ით აჭარბებს. ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ეს ორი მოხვდა ვიზიტორების მიხედვით ლიდერი ქვეყნების TOP-15-ეულში, სადაც პოლონეთი მე-11, ხოლო გერმანია მე-12 პოზიციაზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში საქართველოს მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. წლის პირველ სამ თვეში თურქეთიდან 254 577 ვიზიტი შედგა, რაც 3-ჯერ და მეტად აჭარბებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და გაერთიანებული სამეფოს ჯამურ მონაცემებს.
ამის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროში, გავრცელებულ პრესრელიზებში ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მაჩვენებელი რეკორდულია და დივერსიფიკაციის დინამიკა ნარჩუნდება. 2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 1 157 347 ვიზიტი შედგა, საიდანც 938 644 ტურისტული იყო.
წყარო: BMJ