ამერიკის პრეზიდენტის განცხადება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ამერიკის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამიტომ, ღრმად ვარ შეშფოთებული ამ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის, იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც რუსული კანონების მსგავსად ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცეს.

ახლახან ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გააუქმოს კანონები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის კანონი,” რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყოვნებლივ დაიწყოს არჩევნების სანდოობასთან დაკავშრებით ინკლუზიური დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება"
- აღნიშნულია განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„იანვრიდან ჩვენ ვიგრძნობთ უმძიმეს
შედეგებს ლართან მიმართებით,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს
ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო
„პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
15:31 / 31.10.2024
„იანვრიდან ჩვენ ვიგრძნობთ უმძიმეს შედეგებს ლართან მიმართებით,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ,
მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე,
ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან
ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას
უწყება ავრცელებს.
10:33 / 31.10.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე, ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
ირწმუნებიან, რომ საარჩევნო ბიულეტენები სქელი იყო. ცოტა ხნის წინ
ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ბიულეტენები
16:30 / 30.10.2024
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ირწმუნებიან, რომ საარჩევნო ბიულეტენები სქელი იყო. ცოტა ხნის წინ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ბიულეტენები "მაღალი გრამაჟის ობსეტურ ქაღალდზე დაიბეჭდა".
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციამ“ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა
საჩივრები, რომლითაც შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის, 2263
უბნის, შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები
ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
14:18 / 30.10.2024
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის, 2263 უბნის, შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური
საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების
სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
11:42 / 30.10.2024
საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.