გაფრთხილება ამინდის შესახებ
"17 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე
საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი
თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6
ბალიანი შტორმი." - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის
მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო
გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების,
ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს
ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).