"სილუეტი"-ს მორიგი გამარჯვება
თანამედროვე და სპორტული ცეკვების
ჯგუფი "სილუეტი" ბათუმიდან გამარჯვებული დაბრუნდა.
12 ივლისს ბათუმში გამართულ ფესტივალზე "ოქროს ვარსკვლავი", ჯგუფმა
"ოქროს ვარსკვლავი" მოიპოვა.
საერთაშორისო ფესტივალზე რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები
მონაწილეობდნენ. "სილუეტი" ფესტივალზე ორი ცეკვით წარსდგა :
“მალეფისენტა" და "დისკო”.
ფესტივალზე გამორჩეულ, სანახაობრივ და ყველაზე ლამაზ ნომრად
“მალეფისენტა”
დასახელდა. პატარების ფერადმა დისკომ კი მაყურებლის გული მოიგო.
ჯგუფმა ბულგარეთის საგზური მოიპოვა.მოცეკვავეები დაჯილდოვდნენ
მედლებით და სიგელებით.
"სილუეტის" ქორეოგრაფები გოგი და ხატია ხიდირბეგიშვილები.