ბორჯომის ამბები
„ნარინჯისფერი კვირეულის“ ფარგლებში ბორჯომში ღონისძიებები გაიმართება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება გაიმართება.
კამპანია სტარტს 25 ნოემბერს აიღებს და 10 დეკემბერს შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.

25 ნოემბერი, 17:00 საათი

მერაბ კოსტავას მოედანი
„ნარინჯისფერი კვირეულის“ გახსნა - მერაბ კოსტავას სახელობის მოედანზე მოეწყობა ფლეშმობი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლები: „იმედი“ და „ფერხისი“.

29 ნოემბერი, 16:00 საათი


ბორჯომის სამუსიკო სკოლა
უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები პრეზენტაციების წარადგენენ.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მოამზადონ პრეზენტაციები შემდეგი თემებიდან ერთ-ერთზე:
არასრულწლოვანთა ქორწინება და ოჯახი;
ფემინიზმი და ქალთა უფლებები;
ქალი, ოჯახი და საზოგადოება.

სკოლის მოსწავლეების მიერ შემუშავებული პრეზენტაციიდან თავად სკოლა შეარჩევს ერთ საუკეთესო ნამუშევარს. შერჩეული ნამუშევრების გადმოგზავნა 25 ნოემბრიდან 27 ნოემბრის 18:00 საათამდე შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
პრეზენტაციების შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:
პრეზენტაციას წარადგენს ერთი პრეზენტატორი;
პრეზენტაციის საშუალო ხანგრძლივობა უნდა იყოს 5-7 წუთი;
პრეზენტაცია უნდა გაკეთდეს Power Point-ში.

1 დეკემბერი, 13:00 საათი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი
გაიმართება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

4 დეკემბერი, 15:00 საათი

ბორჯომის სამუსიკო სკოლა
გაიმართება ღონისძიება შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დღის ცენტრი „თებეს“ ბენეფიციარები. საღამოს მუსიკალურად სამუსიკო სკოლის მოსწავლეები გააფორმებენ.
ღონისძიების დაწყებამდე სამუსიკო სკოლის ფოიეში გაიმართება შშმ პირი დავით ხადურის დედის მაია აბზიანიძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა.

5 დეკემბერი, 16:00 საათი

ბორჯომის სამუსიკო სკოლა
ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძესთან გაიმართება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა თემაზე „არაფიზიკური ძალადობა“.

8 დეკემბერი, 17:00 საათი

მერაბ კოსტავას სახელობის ბაღი
ღია კინოთეატრში გაიმართება ზურაბ ინაშვილის ფილმი „ხმა ამოიღეთ“ ჩვენება, რომელიც ოჯახში ძალადობის რეალური ისტორიების შესახებ მოგვითხრობს.
ფილმი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობითაა გადაღებული.

10 დეკემბერი, 16:00 საათი


კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
„ნარინჯისფერი კვირეულის“ დახურვა - გაიმართება არასრულწლოვანი შშმ ბავშვის ელენე თარგამაძის ნახატების გამოფენა.
„ნარინჯისფერი კვირეულის“ დახურვა - კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლი „ბორჯომისა“ და სამუსიკო სკოლასთან არსებული ანსამბლი „ოქტავას“ მონაწილეობით გაიმართება კონცერტი.
დაჯილდოვდებიან გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გამოცხადებული კონკურსის პრეზენტატორები. თითოეული სკოლის დირექციას, გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ინტენსიური ურთიერთობის გამო, გადაეცემა მადლობის სიგელი.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო უკვე რამდენიმე წელია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ორგანიზატორია. გარდა ამისა, საბჭოს მიერ წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება იგეგმება.

(R)


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის
სკვერში, საახალწლო ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს. საახალწლო
განათებებით მოირთო მიმდებარე ტერიტორია.
14:17 / 18.12.2023
ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, საახალწლო ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს. საახალწლო განათებებით მოირთო მიმდებარე ტერიტორია.
დაბა ბაკურიანში მოსული უხვი ნალექის
გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
11:58 / 20.11.2023
დაბა ბაკურიანში მოსული უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ბორჯომში, ახალი უბნის ქალაქის
ცენტრთან დამაკავშირებელი გზის და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია
გრძელდება. კომპანიას სამშენებლო ვადა გაუხანგრძლივდა 45 დღით.
11:16 / 30.10.2023
ბორჯომში, ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია გრძელდება. კომპანიას სამშენებლო ვადა გაუხანგრძლივდა 45 დღით.
ბორჯომის სასპორტო სკოლა და
ცენტრალური ბიბლიოთეკა ადგილმდებარეობას შეიცვლის. მათი განთავსება
სამომავლოდ რუსთაველის ქუჩაზე ე.წ. „მთის ხეობის“ კორპუსის მიმდებარე
ტერიტორიაზე იგეგმება.
16:21 / 17.10.2023
ბორჯომის სასპორტო სკოლა და ცენტრალური ბიბლიოთეკა ადგილმდებარეობას შეიცვლის. მათი განთავსება სამომავლოდ რუსთაველის ქუჩაზე ე.წ. „მთის ხეობის“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
არმირებული ბეტონის გზის საფარი
მოეწყო სოფელ ჭობისხევში და ქვაბისხევში, ასევე მოეწყო სანიაღვრე
არხები და გზის დამცავი კედლები.
11:09 / 13.10.2023
არმირებული ბეტონის გზის საფარი მოეწყო სოფელ ჭობისხევში და ქვაბისხევში, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები და გზის დამცავი კედლები.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.