ბორჯომსა და ადიგენში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, არდაგანში და ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ შოყაში, მოქალაქეებს - ჯ.გ-ს, მ.ს-ს და გ.ს-ს
შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული
ხე-ტყე.
აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი აქტები.