ბორჯომში გამწვანების აქციას პარლამენტის თავმჯდომარეც შეუერთდა
ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე მუხის, ნეკერჩხლის და ფიჭვის 150 ნერგი
დაირგო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივას,
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , "სუფთად ევროპისკენ"
კვირეულს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმრავლესობისა და
მედიის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. ღონისძიების მიზანია
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა და აქციაში
საზოგადოების აქტიური ჩართვა.