კამპანიას "სუფთად ევროპისაკენ" დღეს ბორჯომიც შეუერთდა და მის ფარგლებში დასუფთავების აქცია მოეწყო.
როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩები, სკვერები და მდინარის ნაპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით ჩატარდა.