ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტის გამოვლენას დაპირისპირება მოჰყვა
11:13 / 19.04.2017
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო
სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლებარდეს ხეობაში,
სოფელ კუზრუში, წიფლისა და ფიჭვის სახეობის მორების უკანონო
ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეები გია და მამუკა ნაჭყებიები, რომლებსაც სახელმწიფო სანომრე
ნიშნის გარეშე მოძრავი სატვირთო ავტომანქანით გადაჰქონდათ მორები, არ
დაემორჩილნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლების მოთხოვნას, შეეჩერებინათ სატრანსპორტო საშუალება, რის
შემდეგაც მათზე დევნა განხორციელდა.
მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელ სახლის ეზოში შეღწევის შემდეგ
გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით
შეიარაღებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს როგორც დეპარტამენტის, ასევე
ადგილზე მისული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს. ფაქტი შეიცავს
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
სამართალდამრღვევთა მიმართ შედგა ასევე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი, უფლებამოსილი პირისთვის სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის გამო, რაც 5000 ლარის ოდენობით
საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.
საქართველოში მეტყევის პროფესიული
დღე 1999 წლიდან აღინიშნება. 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის
ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა
დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.