ხვიჩა VS ლაუტარო - ვინ აღმართავს იტალიის სუპერთასს?
იტალიის ჩემპიონი "ნაპოლი" და თასის
მფლობელი "ინტერი" ერთმანეთს სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან
- ორშაბათს, 22 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, "ალ-ავალ
პარკზე", ჩვენი დროით 23:00 სააათზე. მილანელების მიზანი ზედიზედ
მესამე Supeecoppa-ს მოგება და საერთო რაოდენობით (9) "იუვენტუსთან"
გათანაბრებაა, ნეაპოლელებს კი ამ ტიტულის დაუფლება მესამედ
შეუძლიათ.
3-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა ვალტერ მაცარის გუნდისთვის იღბლიანი
გამოდგა; "ფიორენტინასთან" ჯერ სიმეონემ გაიტანა, შეცვლაზე შესულმა
ძერბინიმ კი დუბლი შეასრულა და "ნაპოლი" ფინალშია. ხვიჩა კვარაცხელიას
გუნდი იდეალურ ფორმასა და ხასიათზე არაა და Supercoppa Italiana-ზე
წარმატება "ლაციოსთან" ჩემპიონატის მატჩის წინ,
რომელსაც ქართველი ლეგიონერი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს,
მშვენიერ განწყობაზე მოიყვანს.
"ინტერის" თავკაცი სიმონე ინძაგი სათასო სპეციალისტად მიიჩნევა და
მაცარის ბიჭებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ. ლაუტარო მარტინესს ზედიზედ
მეოთხე სეზონია, მინიმუმ 20 გოლი გააქვს, მსგავსი მიღწევით კი სალაჰი,
მბაპე და კეინი თუ დაიკვეხნიან. გამორჩეულები არიან ჩალხანოღლუ და
ტურამიც.
ხვიჩა კვარავხელია "ფიორეს" შემდეგ, "ინტერსაც" მეოთხედ
დაუპირიაპირდება. შედეგიანი მოქმედება არც მათთან აქვს, ისე კი ერთი
მოგება და ორი მარცხი უფიქსირდება.
შეხევდრას რაპუანო განსჯის. ნეაპოლელებს მწარედ ახსოვთ, რომ გასულ
სეზონში ის "მილანთან" საკუთარ მოედანზე მათი განადგურებისას (0:4)
მსაჯობდა, ისე კი ანტონიოსთან ბევრი წარმატებული მატჩიც აკავშირებთ.