მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ბაკურიანელი სპორტსმენი ხვალ, 23 თებერვალს, პირველად დაეშვება
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი 18
თებერვლიდან დაიწყო და უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს.
ხვალ, 23 თებერვალს, სამივე
ბაკურიანელი სპორტსმენი: დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა
კურტანიძე პირველად დაეშვებიან. Ski Cross-ში 43 ვაჟი მონაწილეობს.
სპორტსმენები 1 300 მეტრ მანძილს დაფარავენ, რომელიც დატვირთულია
სხვადასხვა სირთულით. გამარჯვებული გახდება ის ვინც ყველაზე სწრაფად
დაფარავს მანძილს. გასულ დღეებში მონაწილეები სხვა ქვეყნებიდან
ასპარეზობდნენ.
შეგახსენებთ, ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის
700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათგან 6 მონაწილე საქართველოს
სახელით ასპარეზობს.
ამავე თემაზე:
დავითი, ბექა, ლაშა - მსოფლიო ჩემპიონატზე
სამი ბაკურიანელი სპორტსმენი იასპარეზებს
გააზიარეთ :