ცნობილია ვინ იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში
კატარში მიმდინარე მსოფლიოს
საფეხბურთო ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და უმაღლესი
ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი ქვეყნის ნაკრები შემორჩა.
ხორვატიისა და არგენტინის საფეხბურთო ნაკრებების შემდეგ, მეორე
ნახევარფინალური წყვილი მაროკომ და საფრანგეთმა შეადგინეს.
მაროკოელებმა პორტუგალია დაამარცხეს ანგარიშით 1:0, ფრანგებმა კი
დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგეს ინგლისს.
ხორვატია-არგენტინის შეხვედრა 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00
საათზე დაიწყება. მაროკო-საფრანგეთის - 14 დეკემბერს, ასევე 23:00
საათზე.