თუშიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო
ჩემპიონატის უკანასკნელ, მე-7 დღეს, ქართველმა ძიუდოისტმა გურამ
თუშიშვილმა ტემურ რახიმოვი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი
მოიპოვა.
"თუშა" ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სლოვენიელი ვიტო დრაგიჩი
იპონით დაამარცხა, მერვედფინალში კი გერმანელ იოჰან ფრეის ბოლო
წამებზე იპონით სძლია, სამწუხაროდ, გურამი კუბელ ენდი გრანდასთან
დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უზბეკი ალიშერ იუსიპოვი
იპონით დაამარცხა.
ჯამში საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მედალი
მოიპოვა, 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ტატო
გრიგალაშვილი გახდა, -90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის
მოპოვება
შეძლეს ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ.