ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრან სლემზე ჩემპიონი გახდა
ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრან სლემზე ჩემპიონი გახდა.
73 კილოგრამში, შეჯიბრება ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფით დაგვირგვინდა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა თბილისურ ტატამიზე, ფინალის გზაზე ოთხი შეხვედრა მოიგო. საჩემპიონო ბრძოლაში კი იაპონელ კენ ოიოშის აჯობა იპონით. ამავე წონაში, გიორგი ტერაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

81 კილოგრამში, ტატო გრიგალაშვილს უმაღლეს ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ოთხი გამარჯვების შემდეგ, ფინალში სამხრეთკორეელ ლი იონჰვანთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
ტურნირის დასკვნით დღეს - 5 ივნისს, მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში - 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით საქმეში თოთხმეტი ძიუდოისტი ჩაებმება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.