ქართველი მოციგავეების წარმეტება უცხოეთში
17 დეკემბერს ჩატარდა მსოფლიოს თასის
მეოთხე ეტაპის გათამაშება ახალგაზრდებს შორის, გერმანიის ქალაქ
ობერჰოფში,
სადაც ჩვენმა ბიჭებმა ლაშა და ლუკა
მჭედლიანებმა წარმატებით იასპარეზეს. მათ 7-ე და 10-ე ადგილები
დაიკავეს.
ასვე გუშინ ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში ჩატარდა მსოფლიოს თასის წინა
შესარჩევი ე.წ. ნაციის თასის გათამაშება მამაკაცებს შორის. აქ საბა
ქუმარიტაშვილიმა 28-ე ადგილი დაიკავა და ამ შედეგით კიდევ უფრო
მიუახლოვდა 2022-ის პეკინის ოლიმპიადის ლიცენზიას.
ასევე აღსანიშნავია, რომ 14 წლის საბა ხაჩიძემ , პირველად თავის
სპორტულ კარიერაში მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს თასის ეტაპის
გათამაშებაში ჭაბუკებს შორის. რომელიც 10 დეკემბერს, ავსტრიის ქალაქ
ინსბრუკში, ჩატარდა და 27-ადგილი დაიკავა .