ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედლის მფლობელია
მსოფლიო თასის გამარჯვებული
ტიტულოვანი პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი გახდა.
ვერცხლის მედალს ნაკრების ახალბედა
წევრი გვანცა ზადილშვილი დასჯერდა, ხოლო ნინო თიბილაშვილმა 2 ბრინჯაოს
მედალი დაისაკუთრა.
მსოფლიო თასის ფინალში ირმა ხეცურიანი იტალიელ როსანა პასკინოს
დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:14 დაამარცხა.
აღსანიშნავია,რომ ქართველი პარამოფარიკავე ფინალის მიმდინარეობის დროს
8:2 მარცხდებოდა .
პიზაში გამართულ პარამოფარიკავეთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა
ბრწყინვალედ იასპარეზა და 4 მედალი მოიპოვა.