ბაკურიანელი ესმერალდა გობოზოვა ტრამპლინიდან ხტომაში ჩემპიონი გახდა
ბაკურიანელი სპორტსმენი ესმერალდა გობოზოვა რუმინეთში გამართული შეჯიბრის ჩემპიონი გახდა. 65 მეტრიანი ტრამპლინიდიან თხილამურებით ხტომაში მან პირველი ადგილი დაიკავა.




უფროს ასაკობრივ კატეგორიაში, ვაჟებს შორის, მე-4 და მე-12 ადგილების მფლობელები გახდნენ მისი ძმები ალან და თემურ გობოზოვები. ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში, ორი სხვადასხვა სიგრძის და სირთულის ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართა.

35 მეტრიან ტრამპლინზე იასპარეზეს, ასევე ბაკურიანელმა სოფია კოზანაშვილმა და თემურ გობოზოვმა, სადაც გოგონებში სოფიამ მე-9 ადგილი დაიკავა. თემური კი ვაჟებს შორის მე-11 ადგილზე გავიდა.

რუმინეთში გამართული შეჯიბრში ხუთი ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, უკრაინა, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ბაკურიანელმა სპორტსმენებმა საწვრთნო შეკრება fis-ის ეგიდით გაიარეს.




ამავე თემაზე:

ბაკურიანელი და-ძმა მსოფლიო პირველობისთვის ემზადება
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.