ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა
ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო
ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ტრიუმფით
დაასრულა.
დიანა ჯიშიაშვილი, რაპირით ფარიკაობაში, ფინალში, იტალიელ
მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 8:15 დამარცხდა და შეჯიბრება მეორე
ადგილზე დაასრულა.
გუნდურ შეჯიბრებაში, ირმა ხეცურიანმა, ნინო თბილაშვილმა და გვანცა
ზადიშვილმა იასპარეზეს. ფინალში უკრაინის ნაკრები დაამარცხეს (45:44)
და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
9 ივლისიდან, საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები, ვარშავაში ეტლით
ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაში გააგრძელებს ასპარეზობას,
რომელიც 9 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება.